18:27 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 15:09:44, 1184 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე მიღწეული კონკრეტული შედეგები და საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის ინიციატივები ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, ეკონომიკური მოდერნიზაციის, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებით, ასევე მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის კუთხით.

აღინიშნა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებამ  ხელშესახები შედეგები  მოიტანა და სულ უფრო იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებენ.

საუბარი შეეხო პოტენციურ საექსპორტო პროდუქტებს, რომელთა გატანა ევროკავშირის ხარისხის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

შეხვედრისას, იმსჯელეს ევროკომისიის მხარდაჭერით შემუშავებულ საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც კონკრეტული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე განთავსების სამოქმედო გეგმას მოიცავს.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მადლობა იმ დახმარებისათვის, რომელსაც საქართველო იღებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების განხორციელების პროცესში, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის. მამუკა ბახტაძემ ამ კუთხით გამოყო საფინანსო შეთანხმებები „უნარების განვითარების მხარდაჭერა" და „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოში", რომლის ფარგლებშიც საქართველოსთვის გათვალისწინებულია სოლიდური დახმარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics