14:32 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-18 17:48:17, 2003 ნახვა

რეგიონი
ზურაბ თენიეშვილი ქედაში სოფლის კრებებს დაესწრო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, სოფლის კრებები ქედის მუნიციპალიტეტში დღეს ოფიციალურად დაიწყო.

კრებები 7 ადმინისტრაციული ერთეულის 22 სოფელში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის სამ სოფელში: მოსიაშვილებში, ბალაძეებსა და დანდალოში ჩანიშნულ კრებებს, მერის პირველ მოადგილესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, აჭარის ა რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი ესწრებოდა.

,,პროექტის სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობა თავად ირჩევს განსახორციელებელ პროექტებს. სოფლისთვის გამოყოფილი თანხით ხშირ შემთხვევაში ორი პრობლემა მაინც გვარდება. მისასალმებელია ქალების აქტიურად ჩართვა პროცესში. მეტიც, კრებებზე მათი ინიციატივები იქნა დადებითად გადაწყვეტილი", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მზია ბერიძე ახალგაზრდა დედაა. ოჯახი სოფლიდან მოშორებით ცხოვრობს და ხშირად საღამოობით, მცირეწლოვან შვილებს სკოლიდან- სახლამდე მისასვლელად თითქმის დაბურულ ტყეში უწევთ გავლა. მისასვლელ გზაზე გარე განათებების ქსელი რომ უნდა მოეწყოს, ქალბატონების ინიციატივაა, რასაც მთელმა სოფელმა დაუჭირა მხარი.

ქალების ინიციატივას უყარეს კენჭი ასევე, სოფელ მოსიაშვილებში და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სოფლის ბიუჯეტით სასაფლაო შემოიღობება.

 ადგილობრივების გადაწყვეტილებით, გარე განათებების ქსელი გაფართოვდება მოსიაშვილებში და დანდალოში, ბალაძეებში კი მგზავრთა მოსაცდელი აშენდება.

შეხვედრებზე მერის პირველმა მოადგილემ როლანდ ბერიძემ აღნიშნა, რომ იდენტური პროექტის არსებობის შემთხვევაში, მაგალითად - გზების, გარე განათებების და ბიუჯეტში გაწერილი სხვა ღონისძიებების ფარგლებში, მერია თანამონაწილეობით შევა მოსახლეობის მიერ არჩეული პრიორიტეტების დასაფინასებლად.

შეხვედრაზე პროგრამის მიღმა არსებულ პრობლემებსა და მის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" 7 სოფლის მთლიანი ბიუჯეტი დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში - 80 000 ლარია. მუნიციპალიტეტში პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი თანხა კი 740 000 ლარს შეადგენს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics