|
2019-03-18 13:39:24, 1219 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა სააკაშვილის განცხადებაზე: ციხიდან გამოგზავნილი ჩემი წერილის ციტატა მეგონა - მივესალმები ამ პროცესს
„ციხიდან გამოგზავნილი ჩემი წერილის ციტატა მეგონა. ჩვენც ზუსტად ამას ვამბობდით“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის არჩევას ეხება. როგორც მან აღნიშნა, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მიესალმება ამ პროცესს. „მივესალმები ამ პროცესს. სიმართლე გითხრათ, დილით რომ გავიღვიძე და ვნახე, ციხიდან გამოგზავნილი ჩემი წერილის ციტატა მეგონა, მაგრამ ძალიან კარგია. ზუსტად ამას ვამბობდით მაშინაც, თუმცა ეს პროცესი დღეს ჩვენ უკვე აღარ გვეხება. ნაციონალური მოძრაობის გადასაწყვეტია, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე. ფაქტია, რომ პარტიისთვის აუცილებელია თავმჯდომარე, რომელიც ადგილზე იქნება და ამაზე უკვე მიხეილ სააკაშვილმაც ილაპარაკა. ამას ვამბობდით ჩვენც თავის დროზე. ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივესალმები ამ პროცესს“, - განაცხადა უგულავამ.
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)