|
2019-03-18 12:55:12, 1245 ნახვა
საზოგადოება
მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე სესიაშვილის ინიციატივაზე - შევეცდებით ეს კანონი არ შევიდეს ძალაში
„არ შეიძლება რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია იყოს უპირატესი“, - ასე გამოეხმაურა მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე პარლამენტის წევრ, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას, რომლითაც სასულიერო პირები, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ. მისი შეფასებით, ეს ინიციატივა არის არადემოკრატიული, არღვევს თანასწორობის პრინციპის და იკვეთება დისკრიმინაციული მიდგომა სხვა რელიგიური კონფესიის მიმართ. „ის კანონპროექტი, რომელიც დღეს სავარაუდოდ დარეგისტრირდება საკანონმდებლო ორგანოში, ვფიქრობ, რომ არის ძალიან სერიოზული პრობლემის შემცველი, განსაკუთრებით დისკრიმინაციული. არ შეიძლება რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია უპირატესი იყოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებაში ისეთ ქვეყნებში როგორიც ვართ ჩვენ, დემოკრატიულ ქვეყნებში, სეკულარულ ქვეყნებში და მე ვფიქრობ, სეკულარიზმის, დემოკრატიის მთავარი პრობლემაც არის ერთგვარი. თუ ეს გავა და კანონად იქცევა, ჩვენ შევეცდებით მივმართოთ ყველა სამართლებრივ გზას, რათა ეს კანონი არ შევიდეს ძალაში“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)