|
2019-03-17 12:32:57, 1482 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე წამების კვალია აღმოჩენილი მას დღეს დაკრძალავენ
რუსული ოკუპაციის კიდევ ერთ მსხვერპლს, ირაკლი კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ. იგი სენაკის საკათედრო ტაძარშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიაზე ფიზიკური ძალადობა მოხდა. ის ელექტროშოკით აწამეს, რამაც გულის შეტევა გამოიწვია; სწორედ ამ ექსპერტიზაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარიმართება გამოძიება და დადგება თუ არა საოკუპაციო რეჟიმის კონკრეტული წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი. ნათესავების ცნობით, ცხედარს წამების კვალი აღენიშნება. კერძოდ, მათი თქმით, კვარაცხელიას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს, მათ შორის თავის და ზურგის არეში. თუმცა, ექსპერტების თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია, ეს დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ არა. ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში, ცენტრ ემპატიას" წარმომადგენელია ჩართული. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებები სიცოცხლის დროინდელი.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)