05:07 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-16 19:45:14, 1295 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ - ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ლიანდაგს ასცდა

 „საქართველოს რკინიგზა“ ქუთაისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი გასვლამდე გოგორწყვილის ჩავარდნის გამო  ასცდა ლიანდაგს. 

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ლიანდაგს ასცდა. დაშავებულები არ არიან! დღეს საღამოს, 17:50 საათზე ელექტრომატარებელი #683  ქუთაისი-ბათუმი სადგურიდან გასვლამდე გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ასცდა ლიანდაგს.  შემთხვევის შედეგად    მგზავრები არ დაშავებულან.  რეისი მოხსნილია მსვლელობიდან. თითოეულ მგზავრს სრულად აუნაზღაურდა მგზავრობის საფასური“, - ნათქვამია განცხადებაში.  

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics