|
2019-03-15 20:31:08, 1291 ნახვა
პოლიტიკა
ხურვალეთთან მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის შელაპარაკება მოხდა
ხურვალეთის გზაზე პოლიციის საგუშაგოსთან მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წევრები და სხვა აქტივისტები ამ დრომდე რჩებიან. სამოქალაქო აქტივისტები სოფელ ხურვალეთში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა, სამართალდამცავებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. პოლიციის განცხადებით, სოფელ ხურვალეთში სიმშვიდეა და არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. თუმცა მიუხედავად ამისა, ადგილზე მისულ მოქალაქეებს, სოფელში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. „ვითხოვთ პასუხს ან აგვიხსნან რატომ არ გვიშვებენ და ჩვენ თვითონ გავიაზრებთ ჩვენს ქვეყანაში სად შეიძლება ვიმოძრაოთ, სად არა ან გაგვიშვან. არაფერს არ გვეუბნებიან, ასე დაგვიდგნენ და არ გვიშვებენ. არ მაქვს ინფორმაცია, რაც ვიცით, ის არის, რომ მოიმატა იქ ოკუპანტების რაოდენობამ, თუმცა, ეს ვიცით, გაგონებით და გვინდა შესვლა და ნახვა“, - განაცხადა მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებელმა, ნატა ფერაძემ. შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მოსახლეობის კუთვნილ ბაღებში განთავსდნენ. ხურვალეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. ოკუპანტების ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არც სუს-ი ადასტურებს და ყველას მოუწოდებს, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. ამასთან, ოკუპანტების ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არც ევროკავშირის მისია ადასტურებს. აქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეკის ინფორმაციით, ხურვალეთში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების შემოსვლა არ დასტურდება. მისი თქმით, ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)