|
2019-03-15 20:23:57, 1255 ნახვა
საზოგადოება
მაია ბითაძე: გენგეგმის მიღება და K2 კოეფიციენტის მატების აკრძალვა ქალაქის სივრცითი განვითარებისთვის ისტორიული ნაბიჯია
ქალაქის სივრცითი განვითარებისთვის ისტორიული ნაბიჯი. ასე შეაფასა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება და K2 კოეფიციენტის მატების აკრძალვა, - ამის შესახებ მან თბილისის საკრებულოს მიერ აღნიშნული დოკუმენტების დამტკიცების შემდეგ განაცხადა. „გენერალური გეგმის მიღებას ვულოცავ ყველას, მათ შორის, ოპოზიციას, რომელიც ასე ცდილობდა, რომ გენერალური გეგმა ძალიან ცუდად წარმოეჩინა. გენერალური გეგმის მიღება და K2 კოეფიციენტის მატების აკრძალვა ქალაქის სივრცითი განვითარებისთვის ისტორიული ნაბიჯია. ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი - გენერალური გეგმის აღსრულება, რაც ვფიქრობ, მოგვცემს საშუალებას, 10-15 წელიწადში თბილისში ვიხილოთ ისეთი უბნები, რომლებიც ნამდვილად ეკონომიკურ ღირებულებას შემატებს ჩვენს ქალაქს; ვიხილოთ ისეთი გამწვანებული პარკები, როგორიც ძალიან დიდი ხანია, არ შეგვიქმნია; ასევე, ისეთი შენობები, რომლითაც შეგვეძლება, ვიამაყოთ მომდევნო წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, გენერალური გეგმა უკვე აშენებულ შენობებს და გაცემულ ნებართვებს ვერაფერს უზამს, თუმცა ვფიქრობ, თბილისში ჯერ კიდევ არის ის პოტენციალი, რომ ქალაქი სწარად განვითარდეს და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ნამდვილად ღირსეული საცხოვრებელი გარემო შევუქმნათ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)