|
2019-03-15 16:50:07, 1203 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში. აქტიურია რეგიონთაშორისი თანამშრომლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაზე. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა საქართველოსა და ბულგარეთს შორის გაზრდილ ტურისტულ მიმოსვლაზე. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობების განვითარების პოტენციალი და დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება ამ მიმართულებით. „აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება კულტურულ-ისტორიული მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის დაახლოებას. მნიშვნელოვანია, რომ საგრძნობლად გაზრდილია ტურისტული კავშირები და იგეგმება კომუნიკაციის კიდევ უფრო გაუმჯობესდება" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. ორ ქვეყანას შორის არსებობს სოლიდური სახელშეკრულებო ბაზა, რომელიც არეგულირებს თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს. ბულგარეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. სავაჭრო ბრუნვის მიხედვით ბულგარეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორთა პირველ ათეულშია. 2018 წლის მონაცემებით, ბულგარეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 9 მილიონით გაიზარდა. საქართველოში მოქმედებს 16-მდე ბულგარული კომპანია. მათ შორის ოთხი - აჭარაში. აღსანიშნავია თანამშრომლობა ბათუმისა და ბურგასის ნავსადგურებს შორის. კერძოდ, 2014 წლიდან დღემდე ბურგასისა და ბათუმის პორტებს შორის თვეში 4-ჯერ მოძრაობს ბორანი, რომელსაც მგზავრები და სატვირთო ავტომობილები გადაჰყავს.
(NS)
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)