|
2019-03-15 13:52:11, 1524 ნახვა
საზოგადოება
ახალ ზელანდიაში საქართველოს ელჩი - იარაღზე ქართული წარწერების შესახებ ავთენტურობის დამადასტურებელი ინფორმაცია არ გაგვაჩნია
„ამ ეტაპისთვის არ დასტურდება დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნა“, - ამის შესახებ ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩმა გიორგი დოლიძემ ალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა. ელჩი ასევე გამოეხმაურა Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებულ მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღის ფოტოს, რომელსაც სხვადასხვა ადამიანთან ერთად, ქართულ ენაზე, დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელებიც აწერია. მან აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ახალ ზელანდიაში ტერაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ფოტოებზე ავთენტურობის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. „ერთადერთი კომენტარი რაც შემიძლია ამ ეტაპისთვის წარწერებთან და მჭიდებთან დაკავშირებით გავაკეთო, არის ის, რომ ქართულ მხარეს ამ სურათების ავთენტურობის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. ამ ეტაპზე გამოძიება არ დაგვკავშირებია. წარწერებთან დაკავშირებით კომუნიკაცია გამოძიების პრეროგატივაა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ოფიციალურად არავის მოუმართავს, არ გაგვაჩნია არანაირი ოფიციალური ინფორმაცია, რომ ეს წარწერები ავთენტურია და ნამდვილად იყო იმ მჭიდებზე. შესაბამისად, არანაირი კონტაქტი ამ საკითხზე არ გვაქვს“, – განაცხადა გიორგი დოლიძემ. შეგახსენებთ, ახალ ზელანდიაში, მეჩეთებზე მომხდარ თავდასხმას ბოლო მონაცემებით 40 ადამიანი ემსხვეპრლა, ათობით ადამიანი კი, დაჭრილია. პოლიციამ 4 თავდამსხმელი დააკავა. მათგან ერთ-ერთმა, რომელიც საკუთარ თავს ბრენტონ ტარანტს უწოდებს, სოციალურ ქსელებში პირდაპირი ეთერი ჩაირთო და თავდასხმას გადაიღო. ვიდეო ამ დროისთვის წალილია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)