|
2019-03-14 19:13:05, 1070 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი ზალკალიანს - ცოტა დრო დაუთმეთ რუსეთზე საუბარს - ეს მაგონებს ბავშვს, რომელიც ურჩხულს ხედავს და თვალებს ხუჭავს
„ჩემი გაოცება გამოიწვია იმან, თუ მართლაც რაოდენ ცოტა დრო დაუთმეთ რუსეთზე საუბარს. მე ეს მაგონებს ბავშვის სტრატეგიას, რომელიც ურჩხულს ხედავს და თვალებს ხუჭავს, იმიტომ, რომ არ იცის როგორ გაუმკლავდეს ამ გამოწვევას“, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს პარლამენტში გამოსვლისას. საამდაშვილმა მინისტრს მიმართა, არის თუ არა იმის დრო, რომ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ საუბარი დაიწყოს რუსეთთან სანქციების რეჟიმის დაწესებაზე. „საქართველოს მეგობრის მიერ დაწერილი რეზოლუციაც კი, როგორიც მიიღო ევროპარლამენტმა და დაწერა საქართველოს ძალიან დიდმა მეგობარმა, არ საუბრობს სანქციებზე საქართველოსთან მიმართებაში იმიტომ, რომ ამაზე არ საუბრობს საქართველოს ხელისუფლება, სანამ არ ისაუბრებს ამაზე საქართველოს ხელისუფლება, ამას არავინ სხვა არ გააკეთებს. მე მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატის არსებობა, პირიქით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან ურთიერთობებს. თქვენი შეფასება, ხომ არ უნდა შეწყდეს საერთოდ ეს შეხვედრები, როგორც სიგნალი იმის, რომ ძალიან მძიმედ არის ვითარება რეალურად იმიტომ, რომ რუსეთი ხან ხალხს გვიხოცავს, ხან თითს გვიქნევს და მუშტს გვიღერს, რომ არც გაბედოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ფიქრიო. ინსტიტუციურ დემოკრატიაზე - იცით, რუსეთში არსებობს სუვერენული დემოკრატიის ცნება და თქვენ ახლა ინსტიტუციურ დემოკრატიას თუ დაარქმევთ დემოკრატიას, ეს არაფერს არ შეცვლის იმაში, რომ დემოკრატიის ძალიან საწყისი და მნიშვნელოვანი, ერთადერთი მთავარი პრინციპი არის, რომ ადამიანებს უნდა მიეცეთ თავისუფლება არჩევანის არჩევნებში. მსგავსი შეფასებები უქმნის თუ არა საფრთხეს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, როგორიც არის ეუთოს დასკვნა“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)