|
2019-03-14 17:06:40, 1163 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას I კვარტალის III კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, განახლდება კიბეები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონი, განთავსდება საპარკე სკამები და ურნები. გარდა ამისა, სკვერი განათდება და გამწვანდება - დაიგება ბალახის საფარი, დაირგვება დეკორატიული ხეები და ბუჩქები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, პროექტის დეტალები განიხილა. „ვაკის რაიონში არსებული სკვერების მოწესრიგებას განვაგრძობთ. ვაჟა-ფშაველას I კვარტალში დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. ეს ტერიტორია იმ დიდი სკვერის გაგრძელებაა, რომლის ნაწილი გასულ წელს მოვაწესრიგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაშიც რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე, პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული და მათ რჩევებს აუცილებლად ვითვალისწინებთ“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა. სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ინტერტექნოლოგი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 250 000 ლარზე მეტს შეადგენს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)