|
2019-03-14 14:30:41, 1314 ნახვა
პოლიტიკა
როს უილსონი: საქართველო ლიდერია რეგიონში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თვალსაზრისით და ასეთად რჩება
აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როუს უილსონი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმიანება. მისი თქმით საქართველო უკვე დიდი ხანია რეგიონში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ლიდერია და ასეთად რჩება. „პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ეს არის ყოველწლიური ანგარიში, რომლის მომზადებასაც სახელმწიფო მდივანს კანონი ავალდებულებს. ის ამზადებს ანგარიშს ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით მსოფლიოს მასშტაბით 200 ქვეყნის შესახებ. ანგარიშზე მომუშავეებს საერთო სახელმძღვანელო პრონციპები აქვთ და კრიტიკულად უყურებენ იმ საკითხს, თუ როგორ იცავს ქვეყანა ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს. საქართველოს შესახებ ანგარიში კრიტიკულია. ეს ასეც უნდა იყოს, ამ ქვეყნის, მისი მთავრობის - მტკიცე მეგობრების პოზიციიდან იმ საკითხებზე, რომლებზეც სამართლებრივად ვალდებულნი ვართ ანგარიში მოვამზადოთ. საქართველო დიდი ხანია ლიდერია რეგიონში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თვალსაზრისით და ლიდერად რჩება. ეს ის საკითხებია, რაზეც აქტიური დიალოგი გვაქვს მთავრობასთან - იმ საკითხების უმეტესობასტან დაკავშირებით მაინც, რაც ანგარიშშია მოყვანილი. ჩვენ ველით რომ გავაგრძელებთ მტკიცე, მეგობრულ და სასარგებლო დიალოგს იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის; ეს ასევე მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხისთვის“, - განაცხადა როს უილსონმა.
(NS)
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)