|
2019-03-14 13:21:22, 1149 ნახვა
საზოგადოება
ბერთუბნის დასახლებაში წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობამ ბერთუბნის დასახლებაში წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის შედეგად, ბერთუბნის დასახლებაში - წყაროთუბნის ქუჩის მონაკვეთზე, დრანდის, ფარსმან ქველისა და ჯაბიძის ქუჩაზედაახლეობით, 3 000 გრძივ მეტრზე წყალარინებისცენტრალური ქსელი მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო. „გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს, მათ შორის,ბერთუბანში წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობასახორციელებს. აღნიშნულ დასახლებას წყალარინების ქსელი აქამდე არ ჰქონია, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნიდა. პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნული პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს B & B ახორციელებს, მაისში დასრულდება. წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 597 695 ლარი გამოიყოფა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)