|
2019-03-14 12:44:01, 1254 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული შეფასებები ოპონენტების განცხადებების კონსტატაციაა
ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშს ყურადღებით ვეცნობით, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ანგარიშის კრიტიკული შენიშვნები, უფრო მეტად იმ განცხადებების კონსტატაციაა, რომელსაც ოპონენტები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები აკეთებენ. „ძირითადად, რაც იქ კრიტიკული შენიშვნები ან შეფასებებია, უფრო მეტად კონსტატაციაა განცხადებებისა, რომელსაც აკეთებენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რაც შეიძლება იყოს სუბიექტური და შეიძლება, ობიექტურიც. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის საერთო ჯამში საყურადღებოა და ჩვენმა მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის, რა ვითარებაა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით პროგრესი სახეზეა, თუმცა, სადაც დემოკრატია სწრაფად ვითარდება, ყველაფერი მეტად ჩანს. „ვფიქრობ, პროგრესი სახეზეა, თუმცა იქ, სადაც დემოკრატია სწრაფად ვითარდება, ეს ყველაფერი უფრო მეტად ჩანს. ამიტომ, ამ პროცესში ჩვენ ვართ კონსტრუქციული. ჩვენ თითოეულ ასეთ განცხადებაზე ვახდენთ რეაგირებას და ჩვენი, ხელისუფლების ინტერესია, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები იყოს დაცული. შესაბამისად, ესეც იქნება ერთი კარგი სახელმძღვანელო, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, მეტი ვიმუშაოთ“, – განაცხადა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა.
(NS)
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)