|
2019-03-14 00:07:00, 1370 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო დეპარტამენტი - არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა საქართველოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა საქართველოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობის ოფიციალური პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებს, რაც შემაშფოთებელია. "მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი კრძალავს ამგვარ პრაქტიკას, ვრცელდებოდა ცნობები, რომ მას მთვარობის ოფიციალური პირები მიმართავდნენ. 2017 წლის მაისში, პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში, სახალხო დამცველის ოფისი აღნიშნავს, რომ ეფექტური ბრძოლა წამების, სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფორმებთან ქვეყნის ერთ- ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, მან სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელი მოპყრობის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარ შემთხვევებზე 6 საჩივარი შეიტანა პროკურატურაში. მათ ასევე 10 საჩივარი შეიტანეს მსგავს შემთხვევებზე, რომლებიც ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მიერ იყო ჩადენილი", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)