|
2019-03-13 15:35:19, 1041 ნახვა
საზოგადოება
ზალკალიანი: ევროკავშირის მხრიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად განიხილება, შესაბამისად თავშესაფრის არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს ყველა შეტყობინებასა და ინფორმაციაზე, რომელიც თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას და მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ თავშესაფრის მოთხოვნისგან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რადგან ყველანაირი ასეთი მცდელობა ფუჭია. მისი თქმით, უწყებისთვის ცნობილია ესპანეთის შემთხვევის შესახებაც, სადაც თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ბარსელონას გადაუდებელი აუცილებლობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და ღამეს ქუჩაში ათევს. „ჩვენი კონსული შეხვდა მათ და განუმარტა ყველანაირი პროცედურები. მათ ასევე შეხვდა ადგილობრივი საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები და მათ განემარტათ, რომ მათი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული. ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში და მომავალში ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მსგავსი შემთხვევები არ იქნება არცერთ ევროკავშირის ქვეყანაში დაკმაყოფილებული", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)