|
2019-03-13 12:58:40, 1037 ნახვა
საზოგადოება
მელია ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვაზე: დამამცირებელი ტრაგედია დაგვატყდა თავს
„ძალიან დამამცირებელი ტრაგედია დაგვატყდა თავს გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის შემდეგ, როდესაც თან დაგვცინეს, თან დაგვამცირეს და ისე მოგვიკლეს ვაჟკაცები, - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მელია 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. მელიას შეფასებით, მსგავსი ფაქტების მიმართ ხელისუფლება სიმტკიცეს არ იჩენს. არანაირი შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან - გიგა ოთხოზორიას მკვლელი ცნობილია, მაგრამ ისე გადაადგილდება როგორც ჩვენ. ყველაფერზე არიან დამთმობები, იქ სადაც სწორი და სახელმწიფოებრივი მტკიცე პოზიცია უნდა ჰქონდეთ. მაგალითისთვის ერთის მხრივ ხდება ის, რაც კვარაცხელიას შემთხვევაში - ახალგაზრდა ბიჭი, უბრალოდ მოგვიკლეს და იგივე ოკუპანტებთან, რუსულ "გაზპრომთან" ვაფორმებთ ხელშეკრულებას. ამის გარდა აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის გახსნაზეც ყაბულსაა "ქართული ოცნება." რა არის ეს, თუ არა ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება. შეშინებულები არიან დამფრთხლები არიან თუ შეგნებულად აკეთებენ ამას რაღა მნიშვნელობა აქვს?“ - აღნიშნა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)