|
2019-03-13 12:37:57, 1073 ნახვა
საზოგადოება
ახალწვეულის ოჯახმა თავდაცვის უწყებას კიდევ ერთი, სავარაუდოდ ნაცემი ჯარისკაცის წერილი გადასცა
ნაცემი ახალწვეულის ეთნიკურად აზერბაიჯანელის ქაზიმ გახრამანოვის ოჯახმა თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი ჯარისკაცის წერილი გადასცა, რომელსაც სავარაუდოდ, ფულს სძალავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯარისკაცი ამ დრომდე სასწავლო ცენტრში რჩება. მას ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება არ მისცეს. ამასთან, თავდაცვის სამინისტრომ ჯარში ფულის გამოძალვის ფაქტი დაადასტურა. აღნიშნული ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ იმ დანაყოფის მეთაურებს, რომლის წევრებიც ძალადობაში ბრალდებულები არიან. ქაზიმ გახრამანოვის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს. „რამდენადაც ვიცი, სერჟანტი მჭედლიშვილი უკვე გაათავისუფლეს, ის ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ ყველზე სასტიკი იყო. სამხედრო ნაწილში მოსვლისთანავე მითხრეს რომ აქ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ხშირად სცემდნენ და ფულს ართმევდნენ. იგივე ჩემს მიმართაც განხორციელდა, ფულს სისტემატიურად მძალავდნენ“, - აღნიშნა ქაზიმ გახრამანოვმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)