|
2019-03-13 12:03:29, 924 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მცხოვრებ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა
დედაქალაქში მცხოვრებ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ოჯახებისთვის ფართების დაკანონება წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია 20 ოჯახს ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს. „საცხოვრებელ ფართებს, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ, ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ვერ იკანონებენ.ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება და ძალიან ბევრ ოჯახს მივანიჭეთ ეს ბედნიერება. დღეს20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა, მათგან 18 ოჯახს ჭიჭინაძის ქუჩაზე, ერთ ოჯახს ვარკეთილი 3-ის მეოთხე მიკრორაიონში, ხოლო ერთ ოჯახს ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიულოცა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)