|
2019-03-12 18:58:16, 1250 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - მედიაცია ბიზნესისგარემოს და ქვეყნის განვითარებისთვის მომგებიანია
„ახალი ინიციატივა ბიზნესისგარემოს და ქვეყნის განვითარებისთვის მომგებიანია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საპილოტე რეჟიმში მედიაცია საქართველოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომელიც დახვეწილი კანონმდებლობის ფონზე, ხელს შეუწყობს ორ კერძო სუბიექტს შორის დავის გადაჭრის ალტერნატიული გზის არსებობას. „დღეს ძალიან საინტერესო ინიციატივა გააჟღერა მთავრობამ. საპილოტე რეჟიმში მედიაცია საქართველოში აპრობირებული პრაქტიკაა, თუმცა დახვეწილი კანონმდებლობის ფონზე, სრულყოფილად განხორციელება მედიაციის პროცესის, ხელს შეუწყობს ორ კერძო სუბიექტს შორის დავის გადაჭრის ალტერნატიული გზის არსებობას, რაც ბიზნესისთვის, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისათვის მომგებიანია. ეს გზა აპრობირებულია აშშ-ში, ევროპის ქვეყნებში და მიიჩნევა, რომ მედიაცია არის ალტერნატიული გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება ,როდესაც ორი კერძო სუბიექტი მედიატორის დახმარებით თანხმდება ერთმანეთში და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს, გარდა სასამართლოსი. როგორც ვიცით, საქართველოში სასამართლო ძალიან გადატვირთულია და მის განტვირთვასაც ეს ყველაფერი ბუნებრივად შეუწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელებთ კანონპროექტის თითოეულ დეტალზე ,რომლის ძალიან საინტერესო პროგრესული და ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტი განხორციელდება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
(NS)
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)