|
2019-03-12 18:40:22, 1190 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე „გაზპრომზე“ - საქართველოს ექნება მეტი შემოსავალი ტრანზიტში და კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით
„საქართველოს ექნება მეტი შემოსავალი როგორც ტრანზიტში ასევე ექნება უფრო კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის გაზის სტრატეგიული მომწოდებელი კვლავ აზერბაიჯანი იქნება. „ამ ხელშეკრულების განახლება ორ წელიწადში ერთხელ ხდება. ეს არის მიმდინარე ხელშეკრულება გაზის მიწოდების თაობაზე. მთავრობამ წარმატებით ჩაატარა მოლაპარაკებები, შესაბამისად, ამ ხელშეკრულებით მივიღეთ ისეთი პირობები, სადაც საქართველოს ექნება მეტი შემოსავალი, როგორც ტრანზიტში, ასევე ექნება უფრო კონკურენტული ფასი გაზის მოწოდების თვალსაზრისით. თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას რომ ჩვენთვის სტრატეგიული მომწოდებელი კვლავ აზერბაიჯანი იქნება. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს ენერგოუსაფრთხოება იქნება სრულად დაცული. რა თქმა უნდა, პოლიტიკური გაზის ფუნქცია ვერ ექნება ვერანაირად ამ ხელშეკრულების განახლების შემდგომაც. ეს არის ძალიან მნიშვნელვანი, რომ საქართველოს აქვს დივერსიფიცირებული მოწოდება, აქვს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან აზერბაიჯანთან ხელშეკრულება ამის თაობაზე და ამავე დროს რუსეთის მხრიდან გაზის მოწოდების თვალსაზრისით აქვს ასევე ხელშეკრულება, სადაც ჩვენს ქვეყანას, ბიუჯეტს აქვს კონკრეტული შემოსავალი და წელს ჩვენ მივიღეთ გაუმჯობესებული პირობები. ეს არის მთავრობის მხრიდან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგი“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)