|
2019-03-12 16:57:47, 1162 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე 13-15 მარტს ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 13-15 მარტს ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვევა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში შედგება მაღალი დონის შეხვედრები. „ჩვენი ღვინისთვის იაპონია ყალიბდება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბაზრად, შესაბამისად, ჩვენ დიდი ხანი ვემზადებოდით ამისთვის. ტოკიოში საზეიმოდ გავხსნით გამოფენას ,,საქართველო ღვინის სამშობლო" . ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ისეთ განსაკუთრებულ ქვეყანაში როგორიც იაპონიაა წარმოვაჩინოთ საქართველო არა მხოლოდ როგორც ღვინის სამშობლო, არამედ, როგორც უძველესი კულტურის მატარებელი ქვეყანა. ამავე დროს მოვახდინოთ ჩვენი ბიზნეს პოტენციალის დემონსტრაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ძალიან აქტუალურია ინვესტიციების მოზიდვა, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა მაღალტექნოლოგიურ მიმართულებას, შესაბამისად, იაპონია არის სწორედ ქვეყანა, რომელთან თანამშრომლობა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)