|
2019-03-12 16:24:42, 982 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 29%-ით გაიზარდა
საქსტატმა 2018 წლის IV კვარტლისა და 2018 წლის წლიური წინასწარი მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ გამოაქვეყნა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2018 წლის IVკვარტალში, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 4.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.9 მლნ აშშ დოლარით (62.4%) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო სამი წელი მზარდია - 2016 წელს 8.4 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2017 წელს 12.4 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება, 2018 წლის წლიურ მაჩვენებელს, წინასწარი მონაცემებით, 15.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.6 მლნ აშშ დოლარით (28.7%) აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. 2018 წლის დაზუსტებულ მონაცემებს საქსტატი მიმდინარე წლის 15 აგვისტოს გამოაქვეყნებს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)