|
2019-03-11 17:42:07, 1273 ნახვა
საზოგადოება
თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებულ პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, რეაბილიტაციამდე აღნიშნულ მონაკვეთზე გრუნტის გზა არსებობდა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. „ნაფეტვრების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავასრულეთ. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა გზის საფარი, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. გზა აქ, ფაქტობრივად, არ არსებობდა. გზის მეორე ნაწილი მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, სადაც სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. გარდა ამისა, მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გარე განათების ბოძები დაგვემონტაჟებინა. ჩვენ, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას და უახლოეს მომავალში ეს გზა მთლიანად განათებული და მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, მოეწყო კიუვეტები, წყალმიმღები და წყალგადამშვები ჭები, რათა ასფალტის საფარზე წყალი არ დაგროვდეს. გზის საფუძვლის მოწყობის შემდეგ, ორ კილომეტრამდე მონაკვეთზე 14 000 კვ. მ ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოები, რომლის განხორციელებაზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 780 032 ლარი დაიხარჯა, კომპანია „ჯი არ ჯიმ“ აწარმოა. თბილისი-ნაფეტვრების რეაბილიტირებული გზა კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ, ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბირბიჩაძემ დაათვალიერეს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)