|
2019-03-11 15:55:13, 1126 ნახვა
საზოგადოება
ლევან უჯმაჯურიძე FAO-ს სოფლის მეურნეობის გენეტიკური რესურსების კომისიის მე-17 რეგულარულ სესიას დაესწრო
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სოფლის მეურნეობის გენეტიკური რესურსების კომისიის მე-17 რეგულარულ სესიას დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ლევან უჯმაჯურიძე, 2017 წლიდან, FAO-ში საქართველოს გენეტიკური რესურსების კოორდინატორია. სესიაზე ყურადღება სოფლის მეურნეობასა და სასურსათო უსაფრთხოებაში გენეტიკური რესურსების როლს, მათ ხელმისაწვდომობას, სარგებლიანობას და გენეტიკური რესურსების კვლევაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას დაეთმო. ძირითადი აქცენტები ევროპის მეთესლეობის პოლიტიკის მდგომარეობასა და ტენდენციებზე, სურსათისა და სოფლის მეურნეობის მცენარეთა გენეტიკური რესურსების მეორე გლობალური გეგმის განხორციელებაზე გაკეთდა. საქართველო მცენარეთა გენეტიკური რესურსების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ex-situ კოლექციების შესახებ ინფორმაციას ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კატალოგისთვის (EURISCO) გააგზავნის. აღსანიშნავია, რომ საქართველო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათისა და სოფლის მეურნეობის მცენარეთა გენეტიკური რესურსების მთავრობათაშორისი ტექნიკური სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა. ასევე, აღიდგინა გენეტიკური რესურსების ევროპის კოოპერირებული პროგრამის (ECPGR) წევრობა, რაც საშუალებას მისცემს მიმდინარე წლიდან პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა მიიღოს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)