|
2019-03-11 15:42:54, 1445 ნახვა
პოლიტიკა
კობა ნარჩემაშვილმა უმრავლესობა დატოვა - ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატები“ დაიშალა
ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატები" დაიშალა. პარლამენტის ბიურომ დღეს ცნობად მიიღო ფრაქციის 3 წევრის, გია ჟორჟოლიანის, მირიან წიკლაურის და კობა ნარჩემაშვილის გადაწყვეტილება ფრაქციიდან გასვლის შესახებ. გარდა ამისა, ფრაქციის კიდევ ორი წევრი, სულხან მახათაძე და რომან მუჩიაშვილი ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" გადავიდნენ. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ დღეს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" დატოვა და ის დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება. ამასთან, ფრაქციამ შეიცვალა სახელი და "პატრიოტთა ალიანსი – სოციალ-დემოკრატების“ სახელით გააგრძელებს მოღვაწეობას. აღნიშნულ ფრაქციას გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური შეურთდნენ. ცნობისთვის, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დღეს დატოვა. ის ფრაქცია "ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების" წევრი იყო. ნარჩევამაშვილის თქმით, ის ჯერჯერობით არ აპირებს არც ერთ ძალასთან გაერთიანებას და საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)