|
2019-03-11 13:41:59, 1201 ნახვა
საზოგადოება
ბაგებში, უჩანეიშვილის პირველ გასასვლელში 2 440 კვ.მ ფართობის გზა მოწესრიგდა
ბაგებში, უჩანეიშვილის ქუჩის პირველ გასასვლელში საგზაო სამუშაოები დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 2440 კვ.მ ფართობის გზა განახლდა. სპეციალური ტექნიკის საშუალებით, მოეწყო გზის საფუძველი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობა, რომელიც აღნიშნულ გზას სასაფლაომდე მისასვლელად იყენებს, განახლებული გზით ისარგებლებს. საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 110 000 ლარზე მეტია. „ბაგების სასაფლაომდე მისასვლელი გზა დიდი ხნის განმავლობაში ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. ჩვენ მოვამზადეთ პროექტი და ამ ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები შევასრულეთ. გარდა ამისა, გზის განახლება უკვე 11 მისამართზე დასრულდა. აქტიურ რეჟიმში მუშაობას განვაგრძობთ და უახლოეს მომავალში, დამატებით, რვა ობიექტის მოწესრიგებას დავიწყებთ“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა. დასრულებული და დაგეგმილი პროექტების გარდა, ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები სამ მისამართზე მიმდინარეობს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)