|
2019-03-09 15:11:58, 1494 ნახვა
საზოგადოება
გაზსადენის დაზიანების გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება თბილისის 5000-მდე აბონენტს შეუწყდა
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის ტერიტორიაზე ბუნევრივი აირის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს. „ტრანსპორტერის“ მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა 500 მმ-იანი გაზსადენი. გაზსადენის დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება დედაქალაქის 5000-მდე აბონენტს, რამდენიმე კომერციულ და საჯარო დაწესებულებას შეუწყდა. ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტები მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. ამ დროისთვის 500 მმ-იანი გაზსადენი აღდგენილია. გაზმომარაგების აღდგენა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით ეტპობრივად, 12:00 საათიდან დაიწყება და სრულად დასრულდება საღამოს 20:00 საათისთვის. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებლად შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს უყურადღებოდ არ დატოვონ დანადგარები. გაზის ონკანები კი იქონიონ ჩაკეტილ მდგომარეობაში. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებით დაკავებულ კომპანიებს, რომ არ აწარმოონ სამშენებლო სამუშაოები გაზსადენის სიახლოვეს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ შეუთანხმებლად. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სითბო და მზრუნველობა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)