|
2019-03-09 12:09:40, 1458 ნახვა
საზოგადოება
ნანობაშვილი - 2018 წელს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა
საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. Facebook-ზე გამოქვეყნებულ წერილში ელჩი აღნიშნავს, საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის საკითხი საქართველოს საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მისი თქმით, 2018 წელს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა. „როგორც მოგეხსენებათ, საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის საკითხი ქალაქ ათენში საქართველოს საელჩოს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ კუთხით, ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ საბერძნეთის რესპუბლიკის ყველა შესაბამისს სტრუქტურასთან, მათ შორის მიგრაციის პოლიტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, საებერძნეთის პარლამენტთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ბერძენ კოლეგებთან ინტენსიურად ვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ჩვენს თანამემამულეებზე ბინადრობის ნებართვების გაცემის გამარტივება, საქართველოს მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის დაჩქარება, საბერძნეთის სამთავრობო ინსტიტუტების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცება და სხვ. ვფიქრობ, ჩვენს ბერძენ პარტნიორებთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოაქვს. საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა, მათ შორის 2286 პირველადი ბინადრობის ნებართვა გახლდათ. საელჩო აგრძელებს საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის სამუშაოებს“, - ნათქვამია გაცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)