|
2019-03-08 10:52:05, 1305 ნახვა
საზოგადოება
ბეთანიაში გზების მოწესრიგებაზე ვაკის რაიონის გამგეობა 1 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს
ვაკის რაიონის გამგეობის მიერ ბეთანიაში მიმდინარე წელს გზების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი, - ამის შესახებ ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დედაქალაქის მერის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას განაცხადა, სადაც მოქალაქე დავით ჩიქოვანის დასმულ შეკითხვას უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, საგზაო პროექტებზე 1 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. „ბეთანიის შიდა გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. წინა წლების განმავლობაში ბეთანიაში გზების მოწესრიგებას ხელი შეუშალა 2015 წელს მომხდარმა სტიქიამ, ჩამოშლილი იყო წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა. წელს კი ვაკის რაიონის გამგეობას დაგეგმილი აქვს მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კერძოდ, ასათიანის, ლებანიძის, ორბელიანის და სხვა ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე თვეში დაიწყება“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)