|
2019-03-08 10:50:31, 1303 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში 10 საბავშვო მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა
დიდ დიღომში 10 საბავშვო მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, მთლიანად საბურთალოს რაიონში კი 23 სკვერის გაკეთებაა დაგეგმილი. საბურთალოს რაიონში მწვანე სივრცეების მოწყობის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძისგან ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას მოისმინა. ვიდეოდიალოგის ფარგლებში, ერთ-ერთმა მოქალაქემ დიდ დიღომში, "იმედის კლინიკის" უკან, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე სკვერის გაკეთება ითხოვა. როგორც საბურთალოს რაიონის გამგებელმა განაცხადა, დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გამგეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, ამ მიმართულებით დიდ დიღომში მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება, მათ შორის, ერთ-ერთი პეტრიწის ქუჩის N5ა-სთან უკვე დაიწყებულია. თავის მხრივ, ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მოქალაქის თხოვნა გათვალისწინებული იქნება და აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი სივრცე აუცილებლად მოეწყობა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)