04:24 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 18:51:50, 1837 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი: აზიური ფაროსანა კვლავ რჩება გამოწვევად და სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებისთვის ემზადება

„აზიური ფაროსანა კვლავ რჩება გამოწვევად და სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებისთვის ემზადება. “, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2019 წელს, ახლებური მიდგომებით მეტად შედეგიანები ვიქნებით. 

"2017 წელთან შედარებით, 2018 წელს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვქონდა, დაგროვდა გამოცდილება, გავაუმჯობესეთ საველე სამუშაოები", - აღნიშნა მან. 

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, რომელიც კომპლექსურია და სხვადასხვა დაავადებას უკავშირდება. ლევან დავითაშვილის განცხადებით,  ამ კუთხით სამინისტრო აქტიურად მუშაობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისია ცოდნით, პრეპარატით და ტექნიკური საშუალებებით, რომლებიც დაეხმარებიან მეთხილე ფერმერებს, რათა მათ  მიიღონ მაღალი ხარისხის მოსავალი. 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის  პარალელურად,  2018 წელს  მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა კალიის, ბზის ალურას და ამერიკული თეთრ პეპელას საწინააღმდეგოდ, რამაც ხელი შეუწყო მწვანე საფარის შენარჩუნებას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. 

მინისტრმა ასევე  ხაზი გაუსვა სარეალიზაციო ბაზარზე  პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის გააქტიურებას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics