|
2019-03-07 14:21:58, 1275 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არა პრივილეგია
თბილისის მერი კახა კალაძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მთავრობის მიერ ახალი ინიციატივის პრეზენტაციას დაესწრო. კახალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა: "დღეს, საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა და ამბიციური გეგმა გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უპრეცედენტო ვალდებულებას აიღებს და ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედს, განათლების სფეროს სწრაფი განვითარებისთვის წარმართავს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, ახალ ეროვნულ იდეად იქცევა, რომელიც მთელ საზოგადოებას გააერთიანებს და ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავლის ფუნდამენტად იქცევა. ეს გზა სწორედ უმაღლესი ხარისხის განათლებაზე გადის და გრძელვადიან პერსპექტივაში ოკუპაციისგან, სიღარიბისგან, უმუშევრობისგან თუ სხვა გამოწვევებისგან ჩვენი ქვეყნის, მომავალი თაობების თავისუფლებას უზრუნველყოფს. განათლებით სიღარიბის დაძლევის ეროვნული გეგმა არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც მოქალაქეების დასაქმებას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და ღირსეული ანაზღაურების, ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას უზრუნველყოფს სამომავლოდ. პირადად ჩემთვის უცხო არ არის ის გრძნობა, როდესაც დასახული მიზნის მისაღწევად, პროფესიული გამოცდილების თუ შესაბამისი განათლების მისაღებად ქვეყნის გარეთ გიწევს წასვლა, იქ წარმატების მიღწევა და ამ წარმატების საკუთარ სამშობლოში ჩამოტანა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი პირობები, რომ ხარისხიანი განათლების მისაღებად უცხოეთში წასვლა აუცილებელი არ იყოს და ამას ჩვენს სამშობლოში მიღებული განათლებით ვახერხებდეთ. ყველას გვსურს, რომ ჩვენი შვილები აქ, საქართველოში იღებდნენ იგივე დონის ცოდნას, რასაც ევროპის თუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებსა თუ სკოლებში მიიღებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სურვილს, გაჟღერებული ინიციატივის მეშვეობით, ერთიანი ძალისხმევით, რეალობად ვაქცევთ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)