|
2019-03-06 15:50:29, 1642 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე პროკურატურას - წერილზე გახარიას ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, თუ თითის ანაბეჭდი?!
წერილზე გახარიას ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, თუ თითის ანაბეჭდი?! - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კაპანაძის განმარტებით, პროკურატურას გამოძიების ობიექტურად წარმართვის სურვილი არ აქვს. მისი შეფასებით, გამოქვეყნებული დოკუმენტი საკმარისი მტკიცებულებაა. „შინაარსი არის სკანდალური და პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რაც ისედაც ვიცოდით, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებამ ყველაფერი სცადა, ყველა ინსტრუმენტის გამოყენება სცადა, მათ შორის მედიაზე ზეგავლენა, მათ შორის ბიზნესმენებზე ზეგავლენის მოხდენა. ეს იყო ნაწილი იმ დიდი დაშინების, ძალადობის და მოსყიდვის კამპანიის. რაც შეეხება კონკრეტულად პროკურატურის შეფასებას არის სასაცილო იმიტომ, რომ როგორ წარმოუდგენია პროკურატურას, ხელმოწერა უნდა ყოფილიყო ზედ კონკრეტული ადამიანის, თუ თითის ანაბეჭდი უნდა ყოფილიყო? იმისთვის რომ გამოძიება წავიდეს საკმარისი მტკიცებულებაა. მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, პროკურატურა ამ საქმის ბოლომდე მიმყვანი არ არის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)