|
2019-03-06 15:28:59, 1493 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრს ავღანეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეფორმებს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრებს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე ივანე ცარციძე შეხვდა. მან სტუმრებს რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა, მათ შორის ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები გააცნო, რომელთა შედეგადაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში "Doing Business" მსოფლიო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა კი სტუმრებს გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურების, ელექტრონული სერვისებისა და სააგენტოს მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებას. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციით და დაფინანსებით იმყოფება. დელეგაციას ავღანეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ზოჰორუდინ შირზადასი ხელმძღვანელობს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)