|
2019-03-06 14:51:33, 1436 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე: საპარლამენტო ოპოზიციამ აღიარა, რომ მათ პოლიტიკური კულტურა არა აქვთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე დღეს პარლამენტში, ოპოზიციის ქმედებას პოლიტიკურ უკულტურობას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ინსტიტუციებისადამი პატივისცემა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ, საქმით უნდა დამტკიცდეს. „დღეს, საპარლამენტო ოპოზიციამ თავად აღიარა, რომ პოლიტიკური კულტურა არა აქვთ, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. საქმე იმაშია, რომ ისინი ამაზე სხვას მიუთითებენ, თავად კი ინსტიტუტებისადმი პატივისცემას მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ. ეს ქმედება გამართლებულია იმით, რომ მათ დღეს სათქმელი არაფერი ჰქონდათ. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას პირველივე დღეებიდან წარმატებით შეუდგა. ის იტენსიურად ხვდება ევროპელ ლიდერებს, ამყარებს ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯს და ღირსეულად იცავს საქართველოს ინტერესებს. ამ ფონზე, ოპონენტებს პარლამენტში ან მისი წარმატების აღიარება მოუწევდათ, ან სიცრუეზე დაფუძნებულ წინასაარჩევნო ნარატივში ჩარჩენა, რაც უკვე სრულიად არაადეკვატური იქნებოდა, ამიტომ საერთოდ აარიდეს თავი პროცესში მონაწილეობას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
(NS)
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)