|
2019-03-06 12:32:58, 1406 ნახვა
საზოგადოება
„კობახიძე თავად იქცა ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის ლობისტად“ - NGO-ები პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზე არ მივლენ
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, შეხვედრას, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა უნდა მოხდეს, არ დაესწრებიან. შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარი ირაკლი კობახიძე მომზადებულ კანონპროექტს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელბს გაახნობს. მესამე სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ირაკლი კობახიძე მათ კრიტიკულ მოსაზრებებს არ ითვალისწინებს და "კლანურ მმართველობას ხელს უწყობს". კოალიციაში ”დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” შემავალი ორგანიზაციები განმარტავენ, რომ არის 5 პრინციპული საკითხი, რომელსაც ირაკლი კობახიძე არ ეთანხმება. მათ შორისაა ინტერესთა კონფლიქტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების მეთოდი და მოსამართლეთა შერჩევის წესი. გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე თავად იქცა ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის ლობისტად. "როგორ არ არსებობს სივრცე დისკუსიითვის, და საკითხები უკვე გადაწყვეტილია, ბუნებრივია იქ დარჩენის აზრი კოალიციამ ვეღარ დაინახა. არ გვაქვს რაიმე ახლის მოლოდინი. ჩვენთვის ნათელი და ცხადია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თავად იქცა ლობისტად სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის და ეს კანონპროქტიც იქნება ამ თარგმზე მოჭრილი", - აღნიშნა მშვენიერაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)