|
2019-03-05 19:41:26, 1502 ნახვა
პოლიტიკა
ჰანი - ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს, მათ შორის მოსამართლეების შერჩევის საკითხშიც
ევროკომისრის იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო ბაზარზე განსაკუთრებული მოთამაშეა. როგორც ჰანმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს, მათ შორის უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის საკითხშიც. "მაღალი დონის შეხვედრები გვქონდა მანამდეც, მაგრამ დღეს აქცენტები გავაკეთეთ ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს მნიშვნელობაზე, თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზწ, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ამ მიმართულებითაც. განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის პროცესში. იმედია ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი და საქართველოს სასამართლო სისტემა წარმატებით მოიქცევა რეფორმის ფარგლებში. ჩვენ ასევე წარმატებით განვახოციელებთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას, მის დარჩენილ გამოწვევებსაც გავუმკლავდებით. მაღალი დონი შეხვედრაზე, აქცენტს გავაკეთებთ ეკონომიკურ ზრდაზე, განათლებაზე, შიდა უსაფრთხოებაზე და კიდევ უფრო დავაწინაურებთ ჩვენს თანამშრომლობას ურთიერთსასარგებლო შედეგებისთვის. ის სტანდარტები, რომელიც გამოიყენება ჩვენი დაახლოებისთვის არის იმის გამოსაჩენად, რომ საქართველო საერთაშორისო ბაზარზე განსაკუთრებული მოთამაშეა. ყველა ამ ინსტრუმენტის გამოყენებით გვაქვს საშუალება, რომ ეს გეგმები სისრულეში მოვიყვანოთ", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)