|
2019-03-05 14:33:29, 1456 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის პრესსპიკერი დეკანოზის შეწყალებაზე: განცხადება შემოსული არ არის, შესაბამისად განხილვა არ მიმდინარეობს
პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის საპატრიარქოს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით ამ დრომდე არ მიუმართავს. მოისწრაფიშვილის განმარტებით, ვინაიდან განცხადება შესული არ არის, შეწყალების კომისია დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს ჯერჯერობით ვერ განიხილავს. „განცხადება შემოსული არ არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შესაბამისად არ მიმდინარეობს განხილვა", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა. ცნობისთვის, ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონიმ განაცხადა, რომ საპატრიარქო მზად არის დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს. რაც შეეხება ზოგადად შეწყალების კომისიას, პრეზიდენტის პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ კომისია იმგვარად დაკომპლექტდება, რომ შეწყალების აქტის შემდეგ გაჩენილ ნებისმიერ შესაძლო კითხვას პასუხს სცემდეს. „თავად კომისიის კონცეფციას, რომელსაც დაეფუძნება ახალი კომისია, იქნება მაქსიმალურად დაკომპლექტებული ისე, რომ ნებისმიერი კითხვა, რომელიც შესაძლებელია ნებისმიერი შეწყალების შემდეგ არსებობდეს, იქნება პასუხგაცემული“, - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)