|
2019-03-04 15:36:14, 1376 ნახვა
საზოგადოება
„არასწორია „შანტაჟად“ შეფასდეს ის, რაც ჩვენს უფლებამოსილებას წარმოადგენს“ - სებ-ი მამუკა ხაზარაძეს ეხმაურება
საქართველოს ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკის" დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ, ეხმაურება. როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნნული, უწყების უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები შესაბამის კანონმდებლობაშია დაკონკრეტებული. "კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია. შესაბამისად, არასწორია "შანტაჟად" შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს", - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, "თიბისი ბანკის: დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ეროვნული ბანკი და მისი ხელმძღვანელობა შანტაჟში დაადანაშაულა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)