|
2019-03-04 15:20:33, 1328 ნახვა
საზოგადოება
კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას ახალ სამარშრუტო სქემას 2 თვეში წარუდგენს
ფრანგული კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას 2 თვეში წარუდგენს ავტობუსების ახალ სამარშრუტო სქემას, რომლის ეტაპობრივ განხორციელებასდაახლოებით 1 წელი დასჭირდება. „სისტრამ“ ახალი სამარშრუტო სქემის კვლევა, თბილისის მერიისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი დაფინანსებით, გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. დღეისათვის უკვე შესწავლილია თბილისის თითოეული უბნიდან მგზავრთა გადაადგილების ძირითადი მიმართულებები. ამჟამად, მასზე დაყრდნობით, არსებული მარშრუტების დახვეწასა და ახალი მარშრუტების განსაზღვრაზე მიმდინარეობს მუშაობა. გეგმის თანახმად, ახალი სამარშრუტო სქემა იმგვარად ჩამოყალიბდება, რომ ავტობუსებმა, მიკროავტობუსებმა და მეტროპოლიტენმა ერთმანეთთან სინქრონიზებულადიმუშაონ. ეს ერთი ტრანსპორტიდან მეორეზე მგზავრის შეუფერხებელ და კომფორტულ გადაჯდომას უზრუნველყოფს და დანიშნულების ადგილამდე გადაადგილების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამავდროულად, მგზავრთა ნაკადიდან გამომდინარე, თითოეული მარშრუტისთვის განისაზღვრება დასანიშნი ავტობუსების ტიპი, რაოდენობა და მოძრაობის გრაფიკი. ამჟამად მუშავდება თბილისის გარეუბნებიდან ცენტრის მიმართულებით,დაახლოებით 10 სატრანსპორტო დერეფნის მოწყობის პროექტი, სადაც 24-მეტრიანი ავტობუსების დანიშვნა იქნება შესაძლებელი. ასევე, მგზავრთა გადაადგილების რაოდენობისა და ქუჩების პარამეტრების მიხედვით განისაზღვრება მარშრუტები, რომლებზეც 18, 12, 10 და 8-მეტრიანი ავტობუსები გადანაწილდება. „სისტრას“ მიერ დამუშავებული სამასშრუტო სქემა ეტაპობრივად, დედაქალაქში ახალი ავტობუსების შემოსვლის პარალელურად ამოქმედდება.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)