|
2015-06-19 15:11:05, 549 ნახვა
საზოგადოება
ურთის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ურთის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 1270 გრძივი მეტრია. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული და მისი ღირებულება 400 ათას ლარზე მეტია. „ ურთის ცენტრალური გზა წლების მანძილზე ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და იქ გადაადგილება როგორც, ავტომობილით ასევე ფეხით მოსიარულეთათვის სიძნელეს წარმოადგენდა. გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში დასრულდება. პროექტის შესრულებაში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. ასფალტის საფარიანი ურთის ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება. გალამაზდება სოფლის იერსახე და უსაფრთხო გახდება მოქალაქეების გადადგილება როგორც ფეხით, ასევე ავტო ტრანსპორტითაც“,- აცხადებენ ზუგდიდის გამგეობაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)