|
2019-03-04 10:02:39, 1284 ნახვა
საზოგადოება
დედის დღესთან დაკავშირებით ნაძალადევის რაიონში კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები გაიმართა
ნაძალადევის რაიონში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისა და აღსაზრდელების მშობლების მონაწილეობით, „არტ-ჰოლში“ დედის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. საკონცერტო საღამო ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა. საბავშვო ბაღების ღვაწლმოსილ პედაგოგებს გამგეობისგან საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ესწრებოდნენ. გამგებელმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალბატონებს 3 და 8 მარტის დღესასწაულები მიულოცეს. „ქალბატონებს მივულოცეთ მარტის დღესასწაულები. ბაღების თანამშრომლების მონაწილეობით, საინტერესო კონცერტი გამოვიდა. ძალიან დასაფასებელია მათი საქმიანობა, რისთვისაც ბაღების თითოეულ თანამშრომელს მადლობას ვუხდი და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დედის დღესთან დაკავშირებით, კიდევ ერთი კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, სკოლის მოსწავლეებმა დედები სხვადასხვა ტიპის მხატვრული ნამუშევრებით დაასაჩუქრეს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)