|
2019-03-02 19:01:10, 1457 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საგზაო პროექტების განხორციელება გრძელდება
ნაძალადევის რაიონში, დადიანის მე-2 მიკრორაიონის მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა კაპიტალურად მოწესრიგდა. 1 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო. ბოლო ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და უკვე შესრულებული პროექტების, ასევე, სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. „კიდევ ერთ საგზაო პროექტს ვასრულებთ. დადიანის მე-2 მიკრორაიონის მე-2 კორპუსთან, სადაც 216 ოჯახი ცხოვრობს, გზა კაპიტალურად შეკეთდა და რაც მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია. ასევე, აღნიშნულ მისამართზე გასულ წელს კორპუსის სახურავსა და ხუთ ლიფტს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივითა და გამგეობის დაფინანსებით, სამომავლოდ, ამ ტერიტორიაზე ავტოფარეხების ნაცვლად, სკვერისა და სპორტული სივრცის მოწყობაც იგეგმება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნულ მისამართზე შესრულებული საგზაო სამუშაოების ღირებულება 110 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)