12:07 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-02 10:27:10, 1639 ნახვა

პოლიტიკა
ლუკაშენკო: აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი ბელარუსის შესაძლო საერთაშორისო იზოლაციის გამო ვთქვი

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მან აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობაზე უარი, ბელარუსის შესაძლო იზოლაციის გამო თქვა, - ინფორმაციას Lenta.ru ავრცელებს.

ლუკაშენკოს განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური მინსკი აფხაზეთს აღიარებდა, ბელარუსს სანქციებს დაუწესებდნენ. მან ნატო-ს მაშინდელი გენერალური მდივნის ხავიერ სოლანას სიტყვებიც გაიხსენა, რომელმაც სრული იზოლაციის შესახებ გააფრთხილა.

"ხავიერ სოლანა ჩამოვიდა ჩემთან. ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მან მითხრა - "თუ აფხაზეთს აღიარებთ, საბანკო სისტემიდან გაგთიშავთ, სრულ იზოლაციაში მოექცევით და ა.შ.“. მან პირდაპირ და გულწრფელად მითხრა ყველაფერი. მახსოვს მაშინ დიმიტრი მედვედევსაც შევხვდი, მასთან დალაპარაკება მინდოდა, თუმცა ის საუბრისთვის მზად არ იყო. მითხრა, რომ ამ საკითხში ბევრი ეკონომიკური დეტალია, რომელშიც ვერ ერკვევა და ლადიმერ პუტინთან გადამამისამართა",-განაცხადა ლუკაშენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ესპანეთის მთავრობას ევროპაში მასიური არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს
CBS News: აშშ და ისრაელი ამზადებენ ფართომასშტაბიან თავდასხმებს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
ირანი იმუქრება აშშ-ს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, მორიგი თავდასხმის შემთხვევაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics