|
2019-03-01 16:06:16, 1440 ნახვა
საზოგადოება
ისანში სამი ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს
ისნის რაიონის გამგეობა ავლაბარში, ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოებს სამ მისამართზე ახორციელებს. ამ დროისთვის, საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული მდგრადობისთვის სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირის N63-ა-ში, კასპის ქუჩის N2-სა და არარატის ქუჩის N23-ში მიმდინარეობს. ავარიული სახლების გამაგრების სამუშაო პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „წელს ავლაბრის ტერიტორიაზე უკვე მესამე სახლს ვამაგრებთ. მსგავსი პროექტების განხორციელების მიზანია, შენობებს მდგრადობა ხანგრძლივი ვადით შევუნარჩუნოთ და ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს საფრთხე ავაცილოთ. პროცესში აქტიურად ვართ ჩართული, სამუშაოების ხარისხს და ვადებს მკაცრად ვაკონტროლებთ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სურვილის შემთხვევაში, მაქსიმალურად შევეცდებით, ისანში მდებარე თბილისურ ეზოებს ახალი სიცოცხლე შევძინოთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. აღნიშნული პროექტები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. ისნის რაიონის გამგეობამ სამივე მისამართზე საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები ჯამში, 132 369 ლარით დააფინანსა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)