|
2019-02-28 22:46:30, 1195 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის განცხადებას ავრცელებს
როგორც ცნობილია, სს „ელმავალმშენებელში“ შექმნილია უკიდურესად მძიმე მდგომარეობა. ქარხანაში დასაქმებულ პერსონალს 6 თვის განმავლობაში არ მიუღიათ კუთვნილი ხელფასები. ჩვენ ვიზიარებთ და ვეთანხმებით მათ მოთხოვნებს სახელფასო დავალიანების გასტუმრებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ელმავალმშენებლი ქარხნის პროფესიულმა კავშირმა, რომელიც არის საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის წევრი ორგანიზაცია და აქტიურადაა ჩართული მიმდინარე პროცესებში, მოგვმართა თხოვნით, რომ დავხმარებოდით და მხარი დაგვეჭირა დასაქმებულებისთვის. ჩვენი მხრიდან შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, რკინიგზელთა პროფესიული კავშირის ჩართულობით განხორციელდა შეხვედრა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და დასაქმებულთა უმრავლესობას შორის. მოლაპარაკების დროს ადმინისტრაციამ აღიარა დავალიანება პერსონალის წინაშე და გამოთქვა მზაობა ფულადი სახსრების მოძიებისთანავე დაფაროს სახელფასო დავალიანება, რაც ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით დადასტურდა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ნათესაურ კავშირში იმყოფება ელმავალმშენებელი ქარხნის გენრალურ დირექტორთან დავით გორგოძესთან. რაც დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას შეასრულოს მედიატორის როლი დაპირისპირებულ მხარეებს შორის და სრულ თანადგომას და სოლიდარობას უცხადებს ელმავალმშენებლი ქარხნის თანამშრომლებს. NS
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)