|
2019-02-28 15:22:52, 1342 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: ვცდილობთ მოვუწოდოთ საქართველოს, რომ ურთიერთობებში უსიამოვნო მოულოდნელობები არ არსებობდეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ოფიციალურ მოსკოვთან ურთიერთობების დარეგულირებას ხელს უშლის. ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხდა. ურთიერთობების დარეგულირების კიდევ ერთ ხელის შემშლელ ფაქტორად, კარასინი საქართველოში ნატო-ს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ასახელებს. "რა თქმა უნდა საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების პროცესში არსებობს სირთულეები. ამ სირთულეებიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი - ნატო-ს დღის წესრიგია, რომელიც ოფიციალურ თბილისს აქვს არჩეული. ეს ყველაფერი ხელის შემშლელია", - განაცხადა კარასინმა. კითხვაზე - რას გულისხმობდა, როდესაც ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ ქართველი კოლეგები უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ უნდა გაეფრთხილებინა, კარასინმა ასე უპასუხა: "ჩვენ პირიქით ვცდილობთ მოვუწოდოთ საქართველოს, რომ ჩვენ ურთიერთობებში უსიამოვნო მოულოდნელობები არ არსებობდეს. საქმე იმაშია, რომ ქართულ საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო ხშირად ვლინდება ნატო-ს დღის წესრიგი. საკმაოდ ხშირად საქართველოში ტარდება ნატო-ს სამხედრო სწავლებები. ამასთან, საქართველო ხელს უწყობს იმას, რომ ამ სწავლებებში სხვა ქვეყნებმაც მიიღონ მონაწილეობა, მაგალითად სომხეთმა", - განმარტა რუსმა დიპლომატმა.
აშშ ესპანეთის მთავრობას ევროპაში მასიური არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს
CBS News: აშშ და ისრაელი ამზადებენ ფართომასშტაბიან თავდასხმებს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
ირანი იმუქრება აშშ-ს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, მორიგი თავდასხმის შემთხვევაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)