|
2019-02-27 18:36:54, 1042 ნახვა
საზოგადოება
ამერიკული გამოცემა Thrillist: საქართველომ ბოლო პერიოდში ტრანსფორმაცია განიცადა, ქვეყანაში კრიმინალი დაამარცხეს
ამერიკულმა გამოცემამ - „Thrillist“ საქართველო 2019 წლის 20 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. გამოქვეყნებულ რეიტინგს თან ახლავს ჟურნალისტის სტატია, რომელიც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალსა და ამ მხრივ მის უნიკალურობას ეხება. მსოფლიოში ცნობილი გამოცემის ჟურნალისტმა ბენჯამინ კემპერმა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა და ტურიზმის მიმართულებით საქართველოში არსებული სიტუაცია შეაფასა. მათ შორის ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოში ტურისტებს შეუძლიათ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, რადგან ბოლო პერიოდში ქვეყანამ ტრანსფორმაცია განიცადა და კრიმინალი დაამარცხა. „საქართველომ ბოლო პერიოდში ტრანსფორმაცია განიცადა, ქვეყანაში დაამარცხეს კრიმინალი, ააშენეს გზები, ახალი აეროპორტები, საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია დაიწყო. რა არის დღეს საქართველოში ყველაზე საშიში? ეს ჭაჭაა, მაღალგრადუსიანი სასმელი, რომლის გასინჯვასაც ადგილობრივები ყველგან გთავაზობენ“, - წერს ბეჯმამინ კემპერი. აღსანიშნავია, რომ „Thrillist“ -ს თვეში 20 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს და ის ამერიკელ ტურისტებს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას ურჩევს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)